თბილისი. საქართველოს სახალხო დამცველთან არსებული რელიგიათა საბჭოს წევრი რელიგიური გაერთიანებები განცხადებას ავრცელებენ. „შეშფოთებას გამოვთქვამთ ერაყში ტერორისტული დაჯგუფების (ISIS) მიერ მშვიოდბიან ეზიდ მოსახლეობაზე ძალადობის, მათი დევნისა და ფიზიკური განადგურების გამო. ...ყოვლად დაუშვებელია ადამიანები იდევნებოდნენ განსხვავებული მრწამსის თუ შეხედულების გამო. ჩვენ ვგმობთ რელიგიის სახელით ყველანაირ ძალადობას, რელიგიის სახელით გაჩაღებულ კონფლიქტებსა და ომებს, რადგან მტკიცედ გვჯერა, რომ რელიგია შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ შემწყნარებლობისა და მშვიდობის წყარო იყოს", ნათქვამია განცხადებაში.
წყარო: www.tolerantoba.ge