en
ge

კლიმატის ცვლილების კვირეული საქართველოში

თბილისი. საქართველოში კლიმატის ცვლილების კვირეული დაიწყო. ღონისძიების მიზანია, საზოგადოების მობილიზება და მისი აქტიური ჩართვა კლიმატის ცვლილებით გამოწვეული პრობლემების შერბილების პროცესებში. ამ ყოველწლიურ კვირეულს საქართველოში უკვე მეოთხედ უწევს ორგანიზებას მწვანეთა მოძრაობა საქართველო / დედამიწის მეგობრები - საქართველო. 
კვირეულის ფარგლებში პროგრამა „ადგილობრივი შესაძლებლობების გაზრდა და რეგიონული თანამშრომლობის გაღრმავება კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციისა და ბიომრავალფეროვნების დაცვის მიზნით საქართველოსა და სამხრეთ კავკასიაში",  გეგმავს ბავშვთა ნახატების გამოფენის „ბუნება და ბავშვები" მოწყობას შვიდ მიზნობრივ მუნიციპალიტეტში: დედოფლისწყარო, სიღნაღი,საგარეჯო, მარნეული, ბოლნისი, დმანისი და ნინოწმინდა. გამოფენის დღეს, ნახატების ავტორი ბავშვები დაჯილდოვდებიან მადლობის სიგელებით და საჩუქრებით, რომელსაც მათ პროგრამის განმახორციელებელი ორგანიზაციები გადასცემენ.
კლიმატის ცვლილების კვირეული საქართველოში ევროკომისიის დელეგაციის ფინანსური მხარდაჭერით ტარდება.  ღონისძიების სლოგანია: დავიწყოთ მცირედით - ერთად და ნელ-ნელა!
წყარო: CENN

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)