სამეგრელო. ქალთა საინფორმაციო ცენტრმა გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან ერთად ზუგდიდში საკონსულტაციო შეხვედრა გამართა. ღონისძიება ჩატარდა პროექტის - „ქალები თანასწორობის, მშვიდობისა და განვითარებისთვის" - ფარგლებში „ერთი ფანჯრის" პრინციპით.
შეხვედრის მიზანი იყო ზუგდიდის რაიონში მცხოვრები დევნილი და კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის პრობლემების განხილვა და მათი ადგილზე გადაწყვეტა. წარმოდგენილი და განხილული იყო 11 შემთხვევა, რომლებიც თავად ბენეფიციარებმა წარმოადგენეს.
შეხვედრას დაესწრნენ გაეროს ქალთა ორგანიზაციის, ქალთა საინფორმაციო ცენტრის, ადგილობრივი თვითმმართველობის, სოციალური მომსახურების სააგენტოს, აფხაზეთის მთავრობისა და სხვა შესაბამისი უწყებების წარმომადგენლები.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში