en
ge

სამსახურის რეფორმის კონცეფციის პრეზენტაცია

აჭარა. ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, საჯარო სამსახურის რეფორმის კონცეფციის პრეზენტაცია გაიმართა. 
როგორი იქნება საჯარო სამსახურის მუშაობის ახალი კონცეფცია და რა ცვლილებები განხორციელდება კანონში? პროექტი საქართველოში არსებული რეალობის გათვალისწინებით ადგილობრივი და ცენტრალური მთავრობის, ასევე სამოქალაქო საზოგადოებისა და ექსპერტებთან ერთობლივი კონსულტაციის შედეგად შემუშავდა. რეფორმა საჯარო სამსახურის 12 კატეგორიას შეეხება. მათ შორის, სამსახურში მიღების წესს, მოხელის უფლება-მოვალეობას, კვალიფიკაციის ამაღლებას, ანაზღაურების სისტემას, დაწინაურების წესს და ა.შ.  პროექტი, რომელიც საქართველოს მთავრობის კანცელარიის ინიციატივითა და USAID-ს დემოკრატიული მმართველობის პროგრამის მხარდაჭერით ხორციელდება, საჯარო განხილვების შემდეგ დასამტკიცებლად მთავრობას წარედგინება.



სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)