en
ge

„გაეროს შშმ პირთა უფლებების კონვენციის იმპლემენტაციის გაიდლაინი“

თბილისი. ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა მოამზადა კვლევა - „გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის (UNCRPD) იმპლემენტაციის გაიდლაინი – კანონმდებლობისა და პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების ცვლილების სარეკომენდაციო კონცეფცია".
სარეკომენდაციო კონცეფცია აანალიზებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებრივ მდგომარეობას, კონვენციით განსაზღვრულ, ძირითად უფლებებთან მიმართებაში, ავლენს საკანონმდებლო ჩარჩოსა და სახელმწიფოს პოლიტიკის მთავარ ხარვეზებს და განსაზღვრავს კონვენციის მოთხოვნებთან თანხვედრი ცვლილების შესაძლო მიმართულებებს.
დოკუმენტის მიზანია შეაფასოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებრივი მდგომარეობა კონვენციასთან შესაბამისობის ანალიზის გზით და საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლებისათვის შეიმუშავოს UNCRPD-ის დანერგვის რეკომენდაციო კონცეფცია.
კვლევა
წყარო: emc.org.ge



სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)