en
ge

სოფლის მეურნეობის მუშაკთა პროფკავშირი მთავრობას დახმარებას სთხოვს

კახეთი. საქართველოს ფერმერთა და სოფლის მეურნეობის მუშაკთა პროფკავშირი მთავრობას დახმარებას სთხოვს. ისინი მთავრობის წევრებს მოუწოდებენ დაინტერესდნენ დღეისთვის სიღნაღის, დედოფლისწყაროს და საგარეჯოს მუნიციპალიტეტებში შექმნილი მძიმე მდგომარეობით. ორგანიზაციის წარმომადგენლებმა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მთავრობის წარმომადგენლებს მიმართვაც გაუგზავნეს.
ორგანიზაციის წარმომადგენლების თქმით, გვალვის გამო აღნიშნულ მუნიციპალიტეტებში მდგომარეობა კიდევ უფრო მეტად დამძიმდა და საგანგაშოდ კრიზისული გახდა, რადგან განადგურებულია არა მარტო საშემოდგომო და საგაზაფხულო კულტურები, არამედ ვენახები და სხვა მრავალწლიანი ნარგავები. 
საქართველოს ფერმერთა და სოფლის მეურნეობის მუშაკთა პროფკავშირის პრეზიდენტის, ირინე ფხოველიშვილის თქმით –  ,,კახეთის რეგიონის ამ მუნიციპალიტეტებში სახეზე გვაქვს მკვეთრად გამოხატული სტიქიური უბედურება. ყოველივე ეს კი ქმნის წინაპირობას სოციალური აფეთქებისთვის, ამიტომ საჭიროა დაუყოვნებლივ, უმოკლეს ვადაში, ოფიციალურად მოხდეს სტიქიური უბედურების აღიარება და ფინანსური ამინისტიის გამოცხადება დაზარალებული მუნიციპალიტეტებისთვის.’’



სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)