თბილისი. თბილისის 77-ე საჯარო სკოლის სააქტო დარბაზში გაიმართა სამოქალაქო კლუბის "Dream club”-ის წევრების ინიციატივით დაბეჭდილი ჟურნალის "Dream”-ის პრეზენტაცია. ჟურნალის მიზანია სამოქალაქო განათლების და კლუბის საქმიანობის პოპულარიზაცია.
კლუბის ლიდერებმა შეხვედრაზე მოწვეულ სტუმრებს გააცნეს კლუბის მიერ ჩატარებული სამოქალაქო აქტივობები და ინიციატივები, როგორიცაა „უსაფრთხო ქუჩა" და „არა ვანდალიზმს". კლუბმა ასევე წარადგინა პროგრამის ფარგლებში შექმნილი ბლოგისა და ფეისბუქის გვერდები.
შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დანაშაულის პრევენციისა და ინოვაციური პროგრამების ცენტრის დირექტორი, ფონდი თბილისის მოზარდთა სახლის წარმომადგენელი, 77-ე სკოლის ადმინისტრაცია, პედაგოგები, მოსწავლეები და სამოქალაქო კლუბის წევრები სხვადასხვა სკოლიდან.
ჟურნალის ელექტრონული ვერსია გამოიცემა ყოველთვიურად და მასში გაშუქდება კლუბის საქმიანობა, მიღწევები და სხვადასხვა საინტერესო საკითხი.