en
ge

კლიმატის ცვლილებების კვირეული პარლამენტის ახალ შენობასთან გაიხსნა

იმერეთი. 21 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტის ახალ შენობასთან კლიმატის ცვლილებების კვირეული გაიხსნა. მასში მონაწილეობა მიიღეს საქართველოში მოქმედი გარემოსდაცვითი და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებმა.
კვირეულში მონაწილე არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაგეგმილია მე-8 მოწვევის საქართველოს პარლამენტის წევრებსა და პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარეობის კანდიდატის, გია ცაგარეიშვილისთვის  გარემოსდაცვით საკითხებთან დაკავშირებით შემუშავებული მიმართვის ტექსტის გადაცემა.
კლიმატის კვირეულის ორგანიზატორია საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველო. კვირეულის მიზანია, საზოგადოების მობილიზება და მისი აქტიური ჩართვა კლიმატის ცვლილებით გამოწვეული პრობლემების შერბილების პროცესებში. კვირეული ისევე როგორც წინა წლებში ტარდება მთელი ქვეყნის მასშტაბით და მის ფარგლებში მთელი კვირის განმავლობაში სხვადასხვა ღონისძიებაა დაგეგმილი.

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)