en
ge

არასამთავრობო ორგანიზაციების შეხვედრა დევნილთა მინისტრთან

თბილისი. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა.
მხარეებმა, გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე, იძულებით გადაადგილებულ პირთა პრობლემებსა და მათ ძირითად საჭიროებებზე იმსჯელეს. მინისტრმა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების ინიციატივები და რეკომენდაციები მოისმინა. სამინისტრო და სამოქალაქო სექტორი მომავალში აქტიურ თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის საკითხს, მინისტრ სოზარ სუბარის განცხადებით, დევნილთა დასაქმება ერთ-ერთ უმთავრეს პრობლემას წარმოადგენს.
წყარო: ცენტრ „აფხაზეთის" გვერდი სოციალურ ქსელში

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)