კახეთი. თელავის ახალგაზრდულმა ცენტრმა, საინფორმაციო შეხვედრა გამართა, რომელსაც ესწრებოდნენ თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და მერიის, არასამთავრობო სექტორის, საგანმანათლებლო რესურს ცენტრის წარმომადგენლები მშობლები და ბავშვები.
არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლების თქმით, შეხვედრაზე დამსწრე საზოგადოებას ბავშვებმა წარუდგინეს განხორციელებული აქტივობები.
ღონისძიება გაიმართა ეროვნული ინტეგრაციის გაძლიერების პროექტის ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს საქართველოს გაეროს ასოციაცია (UNAG), აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით.