კახეთი. სიღნაღის მუნიციპალიტეტში არასამთავრობო ორგანიზაციის „მწვანე აკადემიის" და სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგეობის, განთლების, კულტურის, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ორგანიზებით, სოფელ ზემო ბოდბიდან წმ. ნინოს სახელობის დედათა მონასტრამდე ტურისტული ბილიკი მოეწყობა.
ტურისტული მარშრუტი ბოდბის არქეოპოლისი-ნასამხრალის, ღვთისმშობლის შობის ტაძარი-ბოდბის მონასტრის ტერიტორიებს მოიცავს.
ტურისტული ბილიკის პროექტი „სათემო განვითარების ცენტრის" დაფინანსებით ხორციელდება.
წყარო: signagi.info