აჭარა. ქალთა საინფორმაციო ცენტრმა სოფლად მცხოვრები ქალებისთვის ჩაქვში საზაფხულო სამშვიდობო ბანაკი მოაწყო. სამშვიდობო ბანაკი პროექტის „ქალები, როგორც აქტორები ცვლილებებისა და გაძლიერებისთვის" ფარგლებში იმართება.
ბანაკის მონაწილეები სოფლად მცხოვრები ქალები არიან პროექტის სამიზნე რეგიონებიდან. საზაფხულო ბანაკის მთავარი მიზანი სოფლად მცხოვრები ლიდერი ქალების გაძლიერება და მათი საქმიანობის გაუმჯობესების მიზნით შესაბამისი უნარ-ჩვევების გამომუშავების ხელშეწყობაა.
ტრენინგი 29 აგვისტოს დაიწყო და 5 დღის განმავლობაში გაგრძელდება. მონაწილეებს ჩაუტარდებათ ტრენინგები, გაიმართება ფილმების ჩვენება და დისკუსიები. ტრენინგების ფარგლებში მონაწილეები გაეცნობიან გენდერისა და ქალთა უფლებების საფუძვლებს, არსებულ საკანონმდებლო ბაზასა და სახელმწიფოს საერთაშორისო ვალდებულებებს, გაიღრმავებენ ცოდნას და შეიძენენ პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს ლიდერობის, გუნდური მუშაობის, საზოგადოებასთან ურთიერთობის და კომუნიკაციის მიმართულებით.
წყარო: batumelebi.ge