en
ge

გამჭვირვალობის განცხადება ძაღლების თავშესაფართან დაკავშირებით

თბილისი. საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს. „1 სექტემბერს ქალაქ ზუგდიდის მერიამ ფეისბუქის გვერდზე გაავრცელა ინფორმაცია მაწანწალა ძაღლების დაჭერისა და მათი სამტრედიის უპატრონო ძაღლთა თავშესაფარში გადაყვანის შესახებ. ძაღლების იზოლირებას ინდმეწარმე გიორგი მაღლაფერიძე უზრუნველყოფს, რომლის საქმიანობის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ" ივნისში ვრცელი კვლევა გამოაქვეყნა. ჩვენ დავადგინეთ, რომ გიორგი მაღლაფერიძის მიერ ოზურგეთის სოფელ ბაილეთში მოწყობილი თავშესაფარი უმძიმეს მდგომარეობაშია, დაჭერილ ძაღლებს კი სასტიკი მეთოდებით ხოცავენ”. ორგანიზაცია მიმართავს მუნიციპალიტეტებს მოიძიონ შესაბამისი თანხები და დაიწყონ მუშაობა მიუსაფარი ცხოველებისთვის თავშესაფრის მოსაწყობად. 
სრულად...
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში



სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)