კახეთი. 3 სექტემბერს, საქართველოს სათემო კავშირის ინიციატივით, თელავში, შეხვედრა გაიმართა, რომელსაც სხვადასხვა ორგანიზაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. შეხვედრის მიზანი იყო სოფლის მეურნეობის დარგებში არსებული პრობლემების გამოვლენა და ათი მოგვარების გზების ძიება.
სათემო კავშირი სოფლის მეურნეობის კუთხით მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებას გეგმავს. კერძოდ, მისი წარმომადგენლის ალიკა ტალიურის თქმით, ორი – საგრანტო და სარკრედიტო პროექტს დაიწყებს, რომლის მიზანიც სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობაა.