თბილისი. 3 სექტემბერს, თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის უფლებადამცველების მობილური ჯგუფი მოსკოვის პროსპექტზე მცხოვრებ უსახლკაროებს შეხვდა, ადგილზე გაეცნო მათ პრობლემებს და გაუწია უფასო იურიდიული კონსულტაცია.
ღონისძიება განხორციელდა თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის ახალი პროექტის - „ადამიანის უფლებები რეგიონებში" - ფარგლებში, რომელიც ჰოლანდიის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში