en
ge

საზაფხულო ბანაკი სოფლად მცხოვრები ლიდერი ქალებისთვის

აჭარა. ქალთა საინფორმაციო ცენტრის პროექტის - „ქალები, როგორც აქტორები ცვლილებებისა და გაძლიერებისთვის” - ფარგლებში სოფლად მცხოვრები ლიდერი ქალებისთვის საზაფხულო სამშვიდობო ბანაკი გაიმართა. ბანაკი ტრენინგების სერიას, ფილმების ჩვენებასა და დისკუსიებს მოიცავდა.
ტრენინგების სერია საზაფხულო სამშვიდობო ბანაკში იმ სოფლად მცხოვრები ქალებისთვის გაიმართა, ვინც პროექტის - „ქალები, როგორც აქტორები ცვლილებებისა და გაძლიერებისათვის" - ფარგლებში შერჩეული სამიზნე რეგიონების თვითდახმარების ჯგუფების წარმომადგენლები და სათემო მუშაკები არიან.
მცხეთა-მთიანეთის, კახეთის, სამცხე-ჯავახეთის, იმერეთის რეგიონებისა და გალის რაიონის წარმომადგენლებმა გამოკვეთეს მათ თემში არსებული პრობლემები და პროექტის ფარგლებში მათი გადაჭრის გზებიც დასახეს. მათ ასევე ისაუბრეს ოჯახში ძალადობის შემთხვევებსა და ქალთა მკვლელობებზე.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)