5 სექტემბერს, სომხეთ-საქართველოს ფილმების ფესტივალი დაიწყო. სექტემბერ-ოქტომბერში ქართველი და სომეხი რეჟისორების ფილმები ჩვენება მოეწობა ორივე ქვეყანაში, კერძოდ კი ერევანში, გიუმრიში, ამასიაში, ვანაძორში, ალავერდში, ახალქალაქში, ნინოწმინდაში, ახალციხეში, ბორჯომსა და თბილისში.
კინოექსპრესია - ეს არის საზღვრისპირა პროექტი, რომელიც ხორციელდება ოქროს გარგრის კინემატოგრაფიის ფონდისა და თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის ორგანიზებით, ასევე ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ოფისის მხარდაჭრით.
პროექტის მიზანია ინტერკულტურული დიალოგის გაღრმავება საქართველოსა და სომხეთს შორის.
წყარო: ფონდის ვებგვერდი სოციალურ ქსელში