თბილისი. საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ ბლოგ-პოსტი - „საქართველოს საპატრიარქოსთან დაკავშირებული ბიზნესკომპანიები და სხვა ორგანიზაციები" - გამოაქვეყნა.
„საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია სახელმწიფოსგან მნიშვნელოვან ფინანსურ დახმარებას იღებს, თუმცა მასზე არ ვრცელდება ხარჯების ანგარიშგების ვალდებულება, რაც სხვა საბიუჯეტო დაწესებულებს გააჩნიათ. ამის გამო, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ" გადაწყვიტა, მცირე მასშტაბის კვლევა ჩაეტარებინა საჯარო რეესტრში დარეგისტრირებულ იმ კომპანიებსა და ორგანიზაციებთან დაკავშირებით, რომლებიც უშუალოდ საპატრიარქოს საკუთრებაშია, ან მის მიერაა დაარსებული. ანგარიშის მთავარი მიზანი საპატრიარქოს სხვადასხვა სფეროში საქმიანობის შესახებ დაინტერესებული საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდებაა. გარდა ამისა, მოცემულია სავარაუდოდ კანონთან შეუსაბამო რამდენიმე ფაქტიც", ნათქვამია ბლოგ-პოსტში.
წყარო: transparency.ge