en
ge

ახალგაზრდების მონაწილეობა და განვითარება

შიდა ქართლი. 3 სექტემბერს, ცენტრი „აფხაზეთის" გორის ფილიალის ოფისში, პროექტის - „ახალგაზრდების მონაწილეობა და განვითარება" – ფარგლებში ჩატარდა დამხმარე ტრენინგი გორის სასოფლო თემის რვა სოფლის საჯარო სკოლაში მოქმედი ფიზიკის კლუბების ხელმძღვანელებისათვის.
ტრენინგის მიზანი იყო ახალი სასწავლო წლის დაწყებისთანავე მოსწავლეთა ახალი შემადგენლობით დაკომპლექტებული ფიზიკის კლუბების ეფექტური ფუნქციონირების ხელშეწყობა.
ტრენინგის მიმდინარეობისას შემუშავდა რეკომენდაციათა პაკეტი კლუბების ხელმძღვანელებისთვის, რომელთა დახმარებითაც კლუბების მუშაობა უფრო საინტერესო და მოსწავლეთათვის უფრო მიმზიდველი გახდება. კლუბების ხელმძღვანელებს ასევე მიეწოდათ ნაბეჭდი მასალა სხვადასხვა აქტივობების წარმართვისას გამოსაყენებლად.
პროექტი - „ახალგაზრდების მონაწილეობა და განვითარება", დაფინანსებულია აშშ–ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ და ხორციელდება გაეროს ბავშვთა ფონდთან თანამშრომლობით.

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)