en
ge

რადიოების მედია მონიტორინგის შედეგები

თბილისი. საზოგადოებრივმა ორგანიზაციამ „ინტერნიუს-საქართველო" 2012 წლის 18 სექტემბერი - 15 ოქტომბრის პერიოდში 12 რადიო სადგურის საღამოს საინფორმაციო გამოშვებების მონიტორინგი განახორციელა. ეს რადიოებია: რადიო „ფორტუნა", რადიო „ცხელი შოკოლადი", რადიო „თავისუფლება", რადიო „იმედი",რადიო „უცნობი", რადიო „ჰერეთი", რადიო „პალიტრა", რადიო „მწვანე ტალღა", რადიო „ათინათი", „რადიო 1", რადიო „ძველი ქალაქი", რადიო „აფხაზეთის ხმა". 
მედია მონიტორინგი ხორციელდება ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის მიერ დაფინანსებული პროექტის "პროფესიონალური მედია არჩევნებისთვის" ფარგლებში. პროგრამის მთავარი მიზანია საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდში, პროფესიული, მიუკერძოებელი და დაბალანსებული მედია გაშუქების ხელშეწყობა მონიტორინგის გზით. ხორციელდება ქართული ტელე, რადიო, ბეჭდური და ონლაინ მედია საშუალებების რაოდენობრივი და თვისებრივი წინასაარჩევნო მონიტორინგი. მონიტორინგს ახორციელებენ სლოვაკური კომპანია "მემო 98"-ის მიერ გაწვრთნილი ქართული სამოქალაქო ორგანიზაციები. მონიტორინგის შედეგები განიხილება, მოწვეულ მედია ექსპერტებთან ერთად, ყოველკვირეულ გადაცემაში - "მედია მონიტორი" საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში. 
რადიოების  მედია მონიტორინგის შედეგები
წყარო: mediamonitor.ge


სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)