იმერეთი. 9 სექტემბერს, ქუთაისის განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრის პროექტის - „ინდივიდუალური დახმარება ქართველ მიგრანტებს" - ფარგლებში ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ კუხში მოეწყო საინფორმაციო შეხვედრა. შეხვედრას პოტენციური მიგრანტები ესწრებოდნენ, დისკუსიამდე ნახეს ფილმი, რომელიც საბერძნეთისა და თურქეთის ისტორიას, ტრადიციებს და ამ ქვეყნებში მიგრაციასთან დაკავშირებულ საკითხებს ეხებოდა. ფილმის ჩვენების შემდეგ კი მიგრაციის დადებით და უარყოფით შედეგებზე ისაუბრეს.
პროექტი ,,ინდივიდუალური დახმარება ქართველ მიგრანტებს’’ ინიცირებულია სამოქალაქო განვითარების სააგენტოს – „სიდა" მიერ ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით. პროექტი ხორციელდება საქართველოს 5 რეგიონში – ქართლი, ქვემო ქართლი, იმერეთი, სამეგრელო, აჭარა. იმერეთში პროექტის პარტნიორია ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში