სამეგრელო. კლიმატის ცვლილებისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში 22 ოქტომბერს, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, ორგანიზაცია „მწვანეთა მოძრაობის" ინიციატივით, დისკუსია გაიმართა. მომხსენებლებმა ისაუბრეს ქალაქის დასუფთავებასა და კლიმატის ცვლილებებზე.
კვირეულის ფარგლებში გაიმართება სხვადასხვა ღონისძიება: ღია გაკვეთილი კლიმატის ცვლილების შესახებ, გასვლითი თეატრალიზებული ღონისძიება ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში. პროექტის კოორდინატორის, ვახტანგ ბასილაიას თქმით „ღონისძიებების მიზანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და მისი ჩართვა მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვის გაუმჯობესების პროცესში". კვირეული, რომელსაც რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია 21–დან 28 ოქტომბრის ჩათვლით მთელ საქართველოში ახორციელებს, დაფინანსებულია შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ.