სამეგრელო. „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" ზუგდიდში, სოციალური მუშაკებისა და ფსიქიატრებისთვის ატარებს ორდღიან ტრენინგს - „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალთა მიმართ გამოვლენილი ძალადობის ფარული ფორმების დაძლევა".
ტრენინგი ტარდება პროექტის - „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხების მეინსტრიმინგი გენდერული ძალადობის წინააღმდეგ სახელმწიფო სამოქმედო გეგმაში" და პროექტის - „ფსიქიატრიულ დაწესეულებაში მცხოვრები და ფსიქო-სოციალური საჭიროების მქონე ქალთა დაცვა ძალადობისგან” - ფარგლებში, რომლებიც ევროკავშირისა და ორგანიზაციის „ქალთა ფონდი საქართველოში" მხარდაჭერით ხორციელდება.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში