თბილისი. 10 სექტემბერს, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტისა და გადასახადის გადამხდელთა კავშირის ორგანიზებით გამართა პროექტის - „საქართველოში სახელმწიფოს კუთვნილი კომპანიები და მათი ეფექტურობის კვლევა - ფოკუსი: სოფლის მეურნეობის სფერო" - საბოლოო პრეზენტაცია.
შეხვედრაზე წარმოდგენილი იყო პროექტის ფარგლებში მომზადებული კვლევა - „სახელმწიფო საწარმოები საქართველოში და მათი ეფექტიანობა - სოფლის მეურნეობის დარგის ანალიზი".
პრეზენტაციის ბოლოს გაიმართა დისკუსია, რომელშიც ჩაერთვნენ შეხვედრის მონაწილეები. შეხვედრას ესწრებოდნენ სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, ნოდარ კერესელიძე, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს, სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს, აუდიტის სამსახურის წარმომადგენლები, პარლამენტის სხვადასხვა კომიტეტის წევრები; ასევე სხვადასხვა ორგანიზაციებისა და ანალიტიკური ცენტრების წარმომადგენლები და საკითხით დაინტერესებული პირები.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში