en
ge

ევროკავშირის დელეგაციის წარმომადგენლები პანკისის ხეობის მოსახლეობას შეხვდნენ

კახეთი. ევროკავშირის დელეგაციის წარმომადგენლებმა პანკისის ხეობაში, სოფელ დუისში მცხოვრებ  მოსახლეობასთან შეხვედრა გამართეს. შეხვედრის მიზანი იყო მოსახლეობის ინფორმირება ევროკავშირისა და მისი დონორი ორგანიზაციების მიერ განხორციელებული თუ განხორციელების პროცესში მყოფი პროექტების თაობაზე.
ევროკავშირის დელეგაციის წევრის საქართველოში, ქეთი ხუციშვილის თქმით, შეხვედრაზე სხვადასხვა მნიშვნელოვან პროექტებზე ისაუბრეს. მისივე თქმით, ევროკავშირი ახალ პროექტს, საზღვრისა და მიგრაციის მართვის საკითხებში ხელშეწყობისა და შესაძლებლობების გაზრდის პროგრამას ანხორციელებს, რომელიც დიდი მნიშვნელობის მატარებელია.
ქეთი ხუციშვილის თქმითვე, აღნიშნული პროექტის მიზანია საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების შესაძლებლობების გაზრდა, მსგავსი პროექტები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ევროკავშირ-საქართველოს შორის გაფორმებული ხელშეკრულებებისა და სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციიის სამოქმედო გეგმის შესრულებისათვის.
 "დღესდღეობით ჩვენს ქვეყანაში არსებული მწვავე მიგრაციის პირობებში, საკმაოდ მნიშვნელოვანია მსგავსი სახის პროექტები, ასევე მოქალაქეთა აქტიური ჩართულობა”
აღნიშნული  პროექტის ღირებულება 1 მილიონ 800 000 ათასი ევროა და აქედან საგრანტო კონკურსისთვის გათვალისწინებულია მინიმუმ 300 000 ათასი ევრო. 



სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)