en
ge

წყალტუბოს მე–4 საჯარო სკოლაში სამოქალაქო კლუბი გაიხსნა

იმერეთი. 23 ოქტომბერს, წყალტუბოს  მე–4 საჯარო  სკოლაში, სამოქალაქო განათლების  და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში სამოქალაქო კლუბების კოორდინატორმა  სამუშაო შეხვედრა გამართა კლუბის წევრებთან. სამოქალაქო კლუბი აერთიანებს 30 წევრს. შეხვედრაზე მონაწილეები გაეცნენ კლუბური მუშაობის პრიციპებს, ასევე სამოქალაქო კლუბის წევრები დაიყვნენ ოთხ ჯგუფად: საინფორმაციო, საგანმანათლებლო, სოციოლოგიურ და ადვოკატირების ჯგუფებად. მათ დეტალურად განემარტათ თითოეული ჯგუფის ფუნქცია და მისია. სამუშაო შეხვედრის დროს თითოეულმა ჯგუფმა განსაზღვრა მომდევნო სამი თვის საქმიანობის გეგმა. კლუბს შემდგომი აქტივობების განსახორციელებლად გადაეცა საკანცელარიო ნივთები.
სამოქალაქო განათლების  და პედაგოგთა გადამზადების პროგრამა ხორციელდება PH-International-ის მიერ USAID-ის ფინანსური მხარდაჭერით
სრულად
წყარო: kedec.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)