სამეგრელო–ზემო სვანეთი. „CENN”–ის ორგანიზებით გაიმართა სამუშაო შეხვედრები მესტიის მუნიციპალიტეტის შემდეგ სოფლებში ნაკრა, ზემო ლუჰა და ტვიბრი. შეხვედრების მიზანს წარმოადგენდა ადგილობრივ მაცხოვრებლებთან ერთად ბუნებრივი კატასტროფების რისკების იდენტიფიცირება, მათთან ერთად რისკების შემცირების ღონისძიებების განსაზღვრა, ცენტრალური მთავრობის სახელზე მიმართვის მომზადება და ხელმოწერების შეგროვება. ასევე მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობასთან შეხვედრა და მათგან მიმდინარე და დაგეგმილი პრევენციული სამუშაოების შესახებ ინფორმაციის მიღება. ამასთანავე ადგილობრივ მოსახლეობას და მთავრობას გადაეცა პროექტის ფარგლებში მომზადებული საინფორმაციო ბროშურები, ხოლო სოფელ ტვიბრის მოსახლეობას გადაეცა ხის და რკინის მასალა პრევენციული სამუშაოების განხორციელებისათვის. ადგილობრივი მოსახლეობის აზრით, საჭიროა მთავრობამ უფრო მეტი თანხები ჩადოს პრევენციული საქმიანობის განხორციელებისათვის, რათა მათი საცხოვრებელი და საარსებო გარემო გახდეს უსაფრთხო.
სამუშაო შეხვედრა პროექტის „პრევენციის და მზაობის სისტემის გაძლიერება: I ფაზა - კატასტროფების რისკების შემცირება ადგილობრივ დონეზე"–ფარგლებში განხორციელდა, რომელიც დაფინანსებულია შვეიცარიის თანამშრომლობისა და განვითარების სააგენტოს მიერ.
წყარო: CENN