იმერეთი. 23 ოქტომბერს, წყალტუბოს #1 საჯარო სკოლაში ჩატარდა სოციალური მედიის ტრენინგი საჯარო სკოლების მე–9, მე–10, მე–11 კლასის მოსწავლეებისთვის. ტრენინგის მიზანი იყო სოციალური მედიის როლის გაცნობა საზოგადოების მობილიზებასა თუ სხვადსხვა საკითხის ადვოკატირების საქმეში.
შეხვედრაზე მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია სოციალური მედიის საშუალებით ინფორმაციის გავრცელების და უკუკავშირის მიღების შესახებ, ასევე, ბლოგების დარეგისტრირებასა და მართვაზე .
ტრენინგს დაესწრო 28 მოსწავლე. შეხვედრა სამოქალაქო განათლების და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში ჩატარდა, რომელიც ხორციდელბა PH-International-ის მიერ USAID-ის ფინანსური მხარდაჭერით