en
ge

ახალგაზრდა კონსტიტუციონალისტები მურმან დუმბაძის განცხადებაზე

თბილისი. ,,საქართველოს ახალგაზრდა კონსტიტუციონალისტთა ასოციაცია” ეხმიანება საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერის, მურმან დუმბაძის განცხადებას მისი, როგორც საქართველოს დეპუტატის, კონსტიტუციური უფლებამოსილებების თაობაზე.
ასოციაცია, „გაჟღერებულ პოზიციას არ ეთანხმება, რომ დეპუტატის უფლებამოსილება გულისხმობს ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქმიანობასა და საკადრო პოლიტიკაში ჩარევას. ...ამასთან, ასოციაციის პოზიციით, არაკორექტულია განცხადებები აჭარის უმაღლეს საბჭოში ფრაქციის დაშლის საკითხთან დაკავშირებით, გამომდინარე იქიდან, რომ ამჟამად ფრაქციის შექმნისა თუ დაშლის საკითხი ცალსახად აჭარის უმაღლესი საბჭოს და მისი წევრების შიდა პრეროგატივაა. 
„საქართველოს ახალგაზრდა კონსტიტუციონალისტთა ასოციაციას" მიაჩნია, რომ მსგავსი ტიპის სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საკითხების აქტუალიზაცია არ უნდა ხდებოდეს საკადრო გადანაცვლებებისა და პოლიტიკური დაპირისპირების ფონზე".
სრულად...
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში



სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)