თბილისი. „სამოქალაქო ინიციატივამ" განცხადება გაავრცელა. „გაქვთ სახლში დამტვრეული ან გაბზარული ჭიქები, თეფშები, ლარნაკები ან სხვა ნებისმიერი სახის კერამიკა, რასაც უკვე აღარ იყენებთ?
მაშინ, მოგვიტანე შენი ნამტვრევი კერამიკა და მონაწილეობა მიიღე წნორის შადრევნის ზედაპირის მოზაიკის შექმნაში". მოზაიკა ფესტივალ - „ქიზიყური შემოდგომა 2014" - ის ფარგლებში შეიქმნება.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში