en
ge

,,ნაბიჯი დემოკრატიისაკენ“

 

სამცხე–ჯავახეთი. საზოგადოებრივი ორგანიზაცია „ქალთა იმედის" ორგანიზებით გაიმართა დისკუსია სახელწოდებით „ნაბიჯი დემოკრატიისკენ". შეხვედრას სკოლის მოსწავლეები, სტუდენტები და მასწავლებლები ესწრებოდნენ, რომლებმაც აქტუალურ თემებზე ისაუბრეს. დისკუსია გაიმართა საზოგადოებრივ ცხოვრებაში ქალის ჩართულობის ხარისხზე და განათლების სისტემაში არსებულ პრობლემებზე.
შეხვედრაზე გამოიკვეთა პოზიცია იმის შესახებ, რომ საზოგადოებაში ქალის როლი უფრო მეტად უნდა გაიზარდოს, რაც ხელს შეუწყობს დემოკრატიული პროცესების განვითარებას. უნდა გამოიკვეთოს პრობლემები და შემუშავდეს პეტიციები, რომლებიც ადგილობრივ დონეზე განიხილება.
გადაწყდა, რომ მსგავსი შეხვედრები მომავალშიც გაგრძელდება. საწყის ეტაპზე კონკრეტულ პრობლემებს განიხილავენ, ხოლო შემდგომ შეიქმნება საინიციატივო ჯგუფები, რომლებიც არსებულ პრობლემებზე იმუშავებენ.

 

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)