თბილისი. „ქალთა საინფორმაციო ცენტრის" წარმომადგენლებმა მოწვეულ ლექტორთან ერთად გამართეს შეხვედრა პანკისის ხეობაში მცხოვრებ ქალებთან და ახალგაზრდებთან. ლექციაზე განიხილეს საკითხები: დიპლომატია, პრობელემების მოგვარების გზები. დამსწრეებმა ისაუბრეს მათთვის პრობლემურ საკითხებზე, გაიმართა დისკუსია.
ლექცია ჩატარდა საქართველოში ამერიკის საელჩოს მიერ დაფინანსებული პროექტის - „ქალები და ახალგაზრდები პანკისის ხეობაში" - ფარგლებში. პროექტის მიზანია ქალების და ახალგაზრდების გააქტიურება და მათი ჩართვა გადაწყვეტილების მიღების პროცესში.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში