თბილისი. 25 ოქტომბერს, საღამოს 7 საათზე, „ღია გალერეა"-ში გაიხსნება გამოფენა სახელწოდებით "თარგმანი". გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება შუა საუკუნეების მინიატურების ასლები პერგამენტზე და ქაღალდზე, დოკუმენტური ფილმი დავით გარეჯის საბერეების ფრესკებზე და ინსტალაცია ბუნებრივი პიგმენტებითა და საღებავებით. პროექტი „თარგმანი" კულტურული მემკვიდრეობის მხატვრული კვლევაა. კვლევა დაიწყო მატენადარანში - მესროპ მასშტოცის უძველესი ხელნაწერების ინსტიტუტში ერევანში. მომდევნო ეტაპზე კი თბილისში ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში გაგრძელდა. პროექტი გამოფენითა და მხატვრების საუბრით წარმოგიდგენთ დიალოგს შუა საუკუნეებისა და თანამედროვე ხელოვნებას/ხელოვანებს შორის.
26 ოქტომბერს, 2 საათზე მოეწყობა შეხვედრა მხატვრებთან, რომლებიც საკუთარ სამხატვრო გამოცდილებაზე მოგვითხრობენ.