en
ge

შეხვედრა - „ქალები, როგორც აქტორები ცვლილებებისა და გაძლიერებისათვის“

თბილისი. „ქალთა საინფორმაციო ცენტრის" ოფისში პროექტის - „ქალები, როგორც აქტორები ცვლილებებისა და გაძლიერებისათვის" - ფარგლებში პარტნიორების შეხვედრა გაიმართა.
ფონდი „ტასოს", საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციისა და ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტის წარმოამდგენლებმა უახლოეს პერიოდში განსახორციელებელი გეგმების შესახებ ისაუბრეს.
თვითდახმარების ჯგუფები მუშაობენ საგრანტო პროექტებზე, რომლის ფარგლებშიც იგეგმება რესურს ცენტრების გახსნა პროექტის ყველა სამიზნე რეგიონში, მცირე გრანტების მეშვეობით; ასევე იგეგმება გზამკვლევის გამოშვება მეწარმე ქალებისთვის – როგორ დაიწყონ და განავითარონ ბიზნესი. ოქტომბერში დაგეგმილია აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების შეხვედრა სამშვიდობო მოლაპარაკებების მაგიდასთან.
წყარო: „ქალები, როგორც აქტორები ცვლილებებისა და გაძლიერებისათვის" გვერდი სოციალურ ქსელში

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)