აჭარა. 23 ოქტომბერს, ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის ორგანიზებით გაიმართა საჯარო დისკუსია თემაზე "აჭარის მთვარობის თავმჯდომარე: დანიშვნითი თუ არჩევითი თანამდებობა".
დისკუსიაში მონაწილეობა მიიღო "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის", კოალიცია "ქართული ოცნების" წარმომადგენლებმა, ასევე არასამათავრობო ორგანიზაციის "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" აჭარის ფილიალის თავმჯდომარემ და სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების, საზოგადოებრივი ორგანიზაციების, სტუდენტებისა და მედიის წარმომადგენლებმა. შეხვედრის მონაწილეებმა ისაუბრეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარის დანიშვნის წესსა და პროცედურებზე.
პოლიტიკური პარტიების და საზოგადოების ერთი ნაწილი თვლის, რომ მთავრობის თავმჯომარის კანდიდატურის წარდგენა პრეზიდენტისგან ხელს შეუშლის ავტონომიის თვითგანვითარებას, მეორე ნაწილი კი მიიჩნევს რომ აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობა არჩევითი უნდა იყოს, ან როგორც პრემიერის შემთხვევაშია, უნდა დასახელდეს იმ პოლიტიკური სუბიექტის მიერ, რომელმაც არჩევნებში ხმათა უმრავლესობა მიიღო.