en
ge

გორის ახალგაზრდული ცენტრი დმანისელ ახალგაზრდებს მასპინძლობდა

შიდა ქართლი. 19 სექტემბრიდან 21 სექტემბრამდე ასოციაცია „ინვალიდთა კლუბთან" არსებული გორის ახალგაზრულმა ცენტრი, მოხალისეთა გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, მასპინძლობდა დმანისის ახალზრდული ცენტრის წევრებს. პროგრამის ფარგლებში სხვადასხვა ღონისძიებები მოეწყო: დმანისის და გორის ახალგაზრდებმა საკუთარი ცენტრების პრეზენტაცია გააკეთეს, ასევე დმანისის და გორის ახალგაზრდულმა ცენტრებმა თანატალოგანმანათლებელთა ტრენინგის ფარგლებში სხვადასხვა საკითხებზე ჩაატარეს ტრენინგები. შეხვედრაზე მოიწვიეს ოჯახური ძალადობის თემაზე მომუშავე, კრიზისული ცენტრის ფსიქოლოგი, რომელმაც ჩაატარა ტრენინგი ოჯახურ ძალადობაზე.
გაცვლითი პროგრამა გაიმართა საქართველოში ეროვნული ინტეგრაციის გაძლიერების პროექტის ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს საქართველოს გაეროს ასოციაცია, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით. გორში პროექტის პარტნიორი ორგანიზაციაა „გორის ინვალიდთა კლუბი".
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი სოციალურ ქსელში

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023