en
ge

„ჩაერთე შენი ქალაქის მართვაში“

იმერეთი.ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის იმერეთის წარმომადგენლობამ პროექტ „ჩაერთე შენი ქალაქის მართვაში" ფარგლებში მომზადებული პუბლიკაციების პრეზენტაცია გამართა. პრეზენტაციაზე, ქალაქის საბიუჯეტო კალენდარი და საინფორმაციო ბროშურა წარადგინეს. კერძოდ ადგილობრივი თვითმართველობის უფლებამოსილებები და საბიუჯეტო პროცესი თვითმმართველობაში. პროექტი „ჩაერთე შენი ქალაქის მართვაში" მიზნად ისახავს ქუთაისის მოსახლეობის სამოქალაქო აქტიურობის ზრდის ხელშეწყობას. ასევე მოქალაქეთა ინფორმირებას თვითმმართველობის ფუნქციებისა და ადგილობრივი ბიუჯეტის შესახებ, ადგილობრივი ხელისუფლების ანგარიშვალდებულების ამაღლებას სამოქალაქო მონიტორინგის ზრდით. შეხვედრაში მონაწილეობა არასამთავრობო სექტორის, ადგილობრივი მედია საშუალებებისა და ხელისუფლების წარმომადგენლებმა მიიღეს.

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023