en
ge

საიას გამოხმაურება ტელეკომპანია „დიას“ თანამშრომლების სამსახურიდან წასვლის ფაქტზე

თბილისი. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ტელეკომპანია „დიას" ათი თანამშრომლის სამსახურიდან წამოსვლის ფაქტს ეხმაურება.
„გავრცელებული ინფორმაციით რეგიონული ტელევიზია „დიას" ათმა თანამშრომელმა (ჟურნალისტები, ოპერატორები, ტექნიკური პერსონალი) დატოვა სამსახური ტელევიზიის ხელმძღვანელის მიერ შეთავაზებული შრომითი ხელშეკრულების პირობებზე შეუთანხმებლობის გამო. ტელეკომპანია „დიას" ყოფილმა თანამშრომლებმა დახმარებისთვის საიას მიმართეს. ტელეკომპანიის მიერ თანამშრომლებისთვის შეთავაზებული კონტრაქტის შინაარსის შესწავლის შედეგად ირკვევა, რომ ის შეიცავს შრომის პირობებს, რომლებიც რიგ შემთხვევებში შრომის კოდექსთან წინააღმდეგობაშია და დასაქმებულს დამსაქმებელთან არათანაბარ პირობებში აყენებს", ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ორგანიზაცია მოუწოდებს ტელეკომპანიის ხელმძღვანელებს „ტელეკომპანიის თანამშრომლებთან შრომით ურთიერთობებში იხელმძღვანელონ საქართველოს შრომის კოდექსის მოთხოვნებით და საზოგადოების ინტერესების შესაბამისი მაუწყებლობის სავალდებულო პრინციპებით".
სრულად...
წყარო: gyla.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)