იმერეთი. არასამთავრობო ორგანიზაცია „კონსტიტუციის 42–ე მუხლი" მართავს სემინარებს რეგიონში მცხოვრები საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიურად ჩართული ქალბატონებისთვის. 26–27 სექტემბერს, ორგანიზაციამ ხარაგაულში გამართა სემინარები, რომელიც ქალთა ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების შესახებ ცოდნის ამაღლებას, სამოქალაქო საზოგადოების როლის გაძლიერებასა და დემოკრატიული პროცესების სტიმულირებას მიეძღვნა.
სემინარები ტარდება პროექტის – „ქალთა გაძლიერება სოციალური განვითარებისათვის" – ფარგლებში, რომელიც გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების მხარდაჭერით ხორციელდება საქართველოს რაიონებსა და რეგიონებში.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი სოციალურ ქსელში