en
ge

რატომ ვეღარ დავდივართ თავისუფლად თბილისის ტროტუარებზე?

თბილისი. საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ ერეკლე ურუშაძის ბლოგი გამოაქვეყნა: „რატომ ვერ დავდივართ თავისუფლად თბილისის ტროტუარებზე?".
„თბილისში ხშირად ნახავთ სიტუაციას, როდესაც ქალაქის რომელიმე ქუჩის ტროტუარზე ფეხით გავლა პრაქტიკულად შეუძლებელია ტროტუარზე გაჩერებული მანქანების გამო. გარდა იმისა, რომ ასეთი მდგომარეობა თბილისის ქუჩებში ფეხით სიარულს მოუხერხებელს ხდის ყველა ადამიანისთვის, ის განსაკუთრებით მძიმე პრობლემებს უქმნის, მაგალითად, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს, რომლებიც სპეციალური ეტლით გადაადგილდებიან, ასევე მოქალაქეებს, რომლებიც საბავშვო ეტლით ბავშვებს ასეირნებენ... საგზაო მოძრაობის შესახებ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის თანახმად, ტროტუარზე მანქანის გაჩერება აკრძალულია, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ტროტუარზე დგას შესაბამისი საგზაო ნიშანი და არის შესაბამისი საგზაო მონიშვნა. სადავოა, უნდა უშვებდეს თუ არა კანონი ტროტუარზე პარკირებას თუნდაც გამონაკლისის სახით, თუმცა ცხადია, რომ თბილისის ტროტუარებზე გაჩერებული მძღოლების დიდი უმრავლესობა პირდაპირ არღვევს კანონის დღევანდელ მოთხოვნებსაც....", ნათქვამია ბლოგპოსტში.
სრულად...
წყარო: transparency.ge



სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)