en
ge

საერთაშორისო ფორუმს საქართველოდან ორი ახალგაზრდული ორგანიზაცია დაესწრო

17– 21 სექტემბერს, ჰოლანდიის ქალაქ ჰააგაში, ახალგაზრდების მშვიდობის მშენებლობის საერთაშორისო ფორუმი გაიმართა. ფორუმში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის 50–მდე ახალგაზრდული ორგანიზაციები და სტუდენტები მონაწილეობდნენ. საქართველოდან კი მშვიდობისა და განვითარების აკადემია (APD) და არტ ვეი იყო მონაწილეობდა. ფორუმის მიზანი ახალგაზრდა მშვიდობის მშენებელთა ქსელის (UNOY) განვლილი 25 წლის მანძილზე განხორციელებული პროექტების შედეგების გაცნობა და ქსელის წევრების ერთმანეთან დაახლოება იყო. ასევე, შესაძლებელი იყო აღნიშნულ გაერთიანებაში წევრობის მსურველთათვის, დამფუძნებლებისგან რჩევებისა და რეკომენდაციების მიღება. ახალგაზრდულმა ორგანიზაცია არტ ვეიმ ფორუმის ფარგლებში საქართველოში მშვიდობის უზრუნველყოფაში ახალგაზრდების როლსა და მნიშვნელობაზე ისაუბრა. აუდიტორიას გააცნო თუ როგორ შეიძლება დააინტერესო ახაალგაზრდა „მშვიდობის მშენებლობაში" ჩასართავად ხელოვნების გზით. ფორუმის დასრულების შემდეგ ყველა მონაწილემ ერთობლივად მშვიდობის მისაღწევად საჭირო აქტივობები დაგეგმეს.

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)