აჭარა. 23 ოქტომბერს პროექტის "სატურნალია" ფარგლებში უცხოელმა მხატვრებმა საკუთარი ნამუშევრების გამოფენა მოაწყვეს.
გამოფენაზე მისულ დამთვალიერებელს საშუალება ჰქონდა, ენახა ალიონა ტრეშკოსა და პიოტრ კრიუშას პერფომანსის ვიდეო დოკუმენტაციები. ამ ფილმებში ნაჩვენებია, როგორ ხდება ავტორი ტრადიციების მსხვერპლი.
საგამოფენო სივრცეში მისულ სტუმრებს შეეძლოთ ენახათ ირინა კორინას „საფრთხობელა", რომელიც წარმოადგენდა რუსულ საზოგადოებაში არსებული ფობიების ერთობლიობას. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო ორი ახალგაზრდა მხატვრის მიერ საპნისგან დამზადებულ მოედანზე წარმოდგენილი ადამიანთა ციგურაობა, რომლის იდეაც ადამიანის უტოპიური მისწრაფებების პაროდიაში მდგომარეობდა.