კახეთი. 29 სექტემბერს, თელავის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, ,,გენდერული თანასწორობის კლუბისა" და ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფის ინიციატივით, საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრას ესწრებოდნენ ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და გენდერის საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციების წარმომადგენლები, ასევე საინიციატივო ჯგუფები.
თელავის გენდერული თანასწორობის კლუბის წარმომადგენლების თქმით, შეხვედრაზე ისაუბრეს ორგანიზაციის მიერ განხორციელებულ პროექტებზე და აქტივობებზე.
გენდერული თანასწორობის კლუბი ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფთან ერთობლივი პროექტის განხორციელებას გეგმავს.