თბილისი. 30 სექტემბერს, საქველმოქმედო ფონდის „კარიტასის” მინი სტადიონზე ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის მხარდაჭერით და მზრუნველობამოკლებული ბავშვების მონაწილეობით საჩვენებელი საფეხბურთო მატჩი გაიმართა.
პროექტს ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდული მოძრაობა ჯანსაღი და ნათელი მომავლისთვის".
ღონისძიების ბოლოს ფონდისა და არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელებმა მონაწილეები სპორტული ინვენტარით დააჯილდოვეს. სულ საჩვენებელ თამაშში მონაწილეობა 40-მდე ბავშვმა მიიღო.
საჩვენებელი თამაშები მინი ფეხბურთის ფესტივალის ფარგლებში მომავალშიც გაიმართება.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში