en
ge

ყვარელში კოოპერატივების წევრებთან შეხვედრა გამართა

კახეთი. სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების ევროკავშირის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) ფარგლებში, ყვარელში, სოფელ მთისძირში სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს წარმომომადგენლები ადგილობრივ ფერმერებს შეხვდენენ.
შეხვედრის მიზანს, სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციის პროცესის მიმდინარეობის გაცნობა წარმოადგენდა.
შეხვედრას ადგილობრივი ხელისუფლებისა და ევროკავშირის აღნიშნული პროგრამის განმახორციელებელი ორგანიზაცია „მერსი ქორფის" (Mercy Corps) წარმომადგენლები ესწრებოდნენ, რომლებმაც ადგილობრივ ფერმერებს საგრანტო პროგრამის - „ფერმერული კოოპერატივების გაძლიერება საქართველოს სასოფლო მუნიციპალიტეტებში" შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.
ორგანიზაციის საქმიანობის არეალი 16 მუნიციპალიტეტს მოიცავს და 70 ფერმერული გაერთიანების დაფინანსებას ითვალისწინებს.


სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)