კახეთი. თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ნიმდის დემოკრატიის სკოლამ, დღეს, სტუდენტებთან პროექტის - „ევროინტეგრაცია გააზრებული არჩევანი" პრეზენტაცია გამართა. პროექტის ფარგლებში მოხდება მოხალისე სტუდენტების გადამზადება ევროინტეგრაციის საკითხებზე.
თამარ მიქელაძე, კახეთის რეგიონში პროექტის კოორდინატორი:
,,პროექტის მიზანია მოსახლეობისთვის ევროინტეგრაციის პროცესის გაცნობა. პროექტის ფარგლებში ვგეგმავთ სტუდენტურ კონფერენციას, სადაც ისინი წარმოადგენენ საქართველოს მომავლის ხედვას 10 წლის შემდეგ".
პროექტის დასკვნითი ნაწილი მიეძღვნება სტუდენტურ კონფერენციას ევროინტეგრაციის პროცესის შესახებ. პროექტი დაფინანსებულია ნიმდის (ნიდერლანდების ინსტიტუტი მრავალპარტიული პოლიტიკისათვის) დემოკრატიის სკოლების კურსდამთავრებულთათვის გამოცხადებული საგრანტო კონკურსის ფარგლებში.