თბილისი. „საქართველოს ახალგაზრდა კონსტიტუციონალისტთა ასოციაცია" შრომის კოდექსში შრომის მინიმალური ანაზღაურების განსაზღვრის ინიციატივით გამოდის. ასოციაცია მიიჩნევს, რომ „აუცილებელია, საკანონმდებლო დონეზე მოხდეს გარკვეული გარანტიების შექმნა დასაქმებულთათვის, რომ მათ მიიღონ ადეკვატური, მათი არსებობისათვის საჭირო, სამართლიანი ანაზღაურება, თანაც ამავდროულად არ მოხდეს დასაქმებულისა და დამსაქმებლის ინტერესებს შორის თანაზომიერი ბალანსის დარღვევა".
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში