იმერეთი. 25 ოქტომბერს, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ შორაპანის საჯარო სკოლაში, სამოქალაქო განათლების და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში სამოქალაქო კლუბების კოორდინატორმა სამუშაო შეხვედრა გამართა კლუბის წევრებთან. სამოქალაქო კლუბი აერთიანებს 27 წევრს. სამოქალაქო კლუბის წევრებს მიაწოდეს ინფორმაცია კლუბური მუშაობის პრინციპების შესახებ, გააცნეს კლუბის დებულება, კლუბის წევრებმა შეიმუშავეს მომდევნო სამი თვის საქმიანობის გეგმა და ა.შ.
სამოქალაქო განათლების და პედაგოგთა გადამზადების პროგრამა ხორციელდება PH-International-ის მიერ USAID-ის ფინანსური მხარდაჭერით