თბილისი. ორგანიზაცია „ტფილისის ჰამქარმა" სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა. „1 ოქტომბერს, კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოში, თბილისის განვითარების ფონდის ეგიდით გაიმართა მორიგი შეხვედრა გუდიაშვილის მოედანის თემაზე.
ჩვენთვის მოულოდნელი იყო ის, რომ შეხვედრაზე შემოგვთავაზეს იმ ორი არქიტექტორის (მანუჩარ მახათაძე, გოგი სულაბერიძე), არაპროფესიულად შესრულებულ პროექტების განხილვა, რომლებსაც 2007 წლიდან ეწინააღმდეგება „ტფილისის ჰამქარი" და საზოგადოების ნაწილი.
ზემოთ თქმულიდან გამომდინარე, „ტფილისის ჰამქარი" გადის მოლაპარაკების დღეს არსებული ფორმატიდან და მოითხოვს ჩვენს ორგანიზაციასა და დავით ნარმანიას შორის გაფორმებული მემორანდუმის პუნქტების შესრულებას.
გუდიაშვილის თემასთან დაკავშირებული პროცესი თუ კვლავ არასწორი მიმართულებით განვითარდება „ტფილისის ჰამქარი" განაახლებს გუდიაშვილის მოედნის დასაცავ მოძრაობას", ნათქვამია სოციალურ ქსელში.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში