კახეთი. 20 ოქტომბერს, თელავში სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში ჩატარდა სამოქალაქო განათლების პედაგოგების საწვრთნელი პროგრამის შემაჯამებელი შეხვედრა. შეხვედრას უძღვებოდა სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის კონსულტანტი და ესწრებოდა 18 პედაგოგი კახეთის რეგიონიდან.
შეხვედრა მიზნად ისახავდა ჩატარებული საწვრთნელი პროგრამის პრაქტიკული საქმიანობის შეფასებას, გამოცდილების გაზიარებას და რეკომენდაციების მიღებას, რომელიც შემდომში გააუმჯობესებს და ხელს შეუწყობს პედაგოგების საქმიანობას.
წყარო: civics.ge